პლენარულ სხდომაზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვაც კამათის ფონზე მიმდინარეობს. მომხსენებელი და საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი მამუკა მდინარაძე მოხსენებით დეპუტატების წინაშე უკვე წარსდგა. მოხსენების წარდგენის შემდეგ კი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მას საკითხის ირგვლივ კითხვები დაუსვეს. როგორ მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე და რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს მამუკა მდინარაძესთან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.