"არა რუსულ კანონს" - ამ მთავარი გზავნილით საკანონმდებლო ორგანოსთან 12 საათიდან იმყოფებიან - მოქალაქეები, სტუდენტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ და დარწმუნებულები არიან, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა. რა მდგომარეობაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და რას გეგმავენ აქციის მონაწილეები, მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.