დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ძველი საფონდო ბირჟის შენობა დაიწვა. „ბიბისი-ს“ ინფორმაციით, 17 საუკუნის შენობა უამრავი თვითმხილველის თვალწინ ცეცხლში გაეხვა, რის შემდეგაც ის მთლიანად ჩამოინგრა. ადამიანებმა შენობიდან გამოსვლა დროულად შეძლეს. მაშველები ცდილობდნენ, ისტორიული ნაგებობიდან ნახატები და იქ დაცული სხვა ხელოვნების ნიმუშები გამოეტანათ. კოპენჰაგენში მდებარე ძველი საფონდო ბირჟის შენობა დანიის პარლამენტისა და სამეფო სასახლის გვერდით მდებარეობს. 1625 წელს აგებულ შენობაში ცეცხლის გაჩენის შემდეგ ახლომდებარე მოედნიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. „ბიბისის“ ცნობით, ისტორიულ შენობას ხანძრის გაჩენამდე რესტავრაცია უტარდებოდა.