უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, მაშინ უკრაინას გამარჯვების შანსი არ ექნება. შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს აშშ-ის კონგრესის მიერ 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის მიღება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მის გარეშე გამარჯვების ალბათობა მინიმალური იქნება.