ირაკლი ზარქუა მეთიუ მილერის განცხადებაზე - Hey Matthew, are you kidding my friend? - ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს, ვინც „აბულინგებდით“ მოსამართლეებს, რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ? - Palitra News

ირაკლი ზარქუა მეთიუ მილერის განცხადებაზე - Hey Matthew, are you kidding my friend? - ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს, ვინც „აბულინგებდით“ მოსამართლეებს, რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ?

2024-04-16 15:34:55+04:00

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი კვლავ დასავლეთის კრიტიკის მთავარ ობიექტია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მეთიუ მილერმა გუშინ, 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დაარტყამს. ასევე კრიტიკული იყო ევროპარლამენტის შეფასებები. ვიოლა ფონ კრამონის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ ოლიგარქს ემსახურება. საკითხს შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მოჰყვა. ოპოზიცია დასავლელი პარტნიორებს სრულად ეთანხმებიან, ხოლო „ქართული ოცნებაში“ ამ კრიტიკას ირონიით პასუხობენ.