აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში დაწყებულ სისხლის სამართლის პროცესს უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა უწოდა. გასული წლის 30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს. ადგილობრივმა პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. დონალდ ტრამპმა აღნიშნული ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დენიელსი გამოძალვაში დაადანაშაულა.