გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იმყოფება. კანცლერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა შეხვდა. სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ოლაფ შოლცმა აღნიშნა კი რომ გერმანია და ჩინეთი ტექნოლოგიების სფეროებში მოწინავე ქვეყნები არიან და მათ შორის მხოლოდ სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენცია უნდა არსებობდეს. შოლცი ჩინეთში 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.