ევროკომისიამ კიევის მიერ წარდგენილი უკრაინის რეფორმების გეგმა დაამტკიცა, რაც ქვეყნისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში - 2024 წლიდან 2027 წლამდე - 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გადასახდელად წინაპირობას წარმოადგენს. ევროკომისია განმარტავს, რომ უკრაინის რეფორმის გეგმის დამტკიცებამ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში რეგულარული გადახდების გზა მოამზადა. ევროკომისიის განცხადებით, უკრაინის გეგმის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა იმ პირობით მოხდება, რომ უკრაინამ ეფექტური დემოკრატიული მექანიზმების მხარდაჭერა და პატივისცემა უნდა განაგრძოს.