აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მეთიუ მილერმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დარტყმას მიაყენებს და ქვეყანას ევროპული გზიდან გადაიყვანს. მილერმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე კვლავაც შეშფოთებულია, რომ ეს კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“ დააზიანებს და ასევე საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს.