ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის განცხადებით, ქვეყანა უპასუხებს ირანის სარაკეტო და უპილოტო შეტევას, მაგრამ არ აკონკრეტებს, რა ფორმით განხორციელდება ეს პასუხი.
”ისრაელის ტერიტორიაზე ამდენი რაკეტისა და დრონის გაშვებას პასუხი მოჰყვება,” - განაცხადა ჰალევიმ საჰაერო ძალების სამხრეთ ისრაელში მდებარე ბაზაზე, რომელიც მსუბუქად დაზიანდა თავდასხმის დროს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის ომის კაბინეტი გუშინ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მეოთხედ შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენი განცმა განიხილეს, როგორ უპასუხო ირანს ისე, რომ დაიცვან ზღვარი ესკალაციასა და შეკავებას შორის.
ტელეკომპანია N12 News-ის ცნობით, რამდენიმე საათიანი შეხვედრის დროს განიხილეს ისრაელის მხრიდან რეაგირების რამდენიმე ვარიანტი, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ ირანი მისი ქმედებებით წითელი ხაზი გადაკვეთა, თუმცა არ გამოიწვევს კიდევ უფრო დიდი პასუხი თეირანის მხრიდან.