ამერიკის ძალებმა, ირანიდან და იემენიდან ისრაელზე ცალმხრივი თავდასხმის დროს გაშვებული 80-ზე მეტი დრონი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს. ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, მის ქვეყანას ომი არ სურს და ამ სიტუაციაში ბალანსი საჭიროა. მისივე თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბევრ მსოფლიო ლიდერს ესაუბრება და ირანის ქმედებების საპასუხოდ მოკავშირეებთან დიალოგი მიმდინარეობს. საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტის დეესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობენ და ხაზს უსვამენ, რომ ფართომასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. უფრო ვრცლად, როგორია ისრაელის პოზიცია, რას აცხადებენ ლიდერები და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ ირანის ქმედებების საპასუხოდ. თემის დეტალებს, პალიტრანიუსის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ნატალია თვაურის სიუჟეტიდან შეიტყობთ.