იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა უწყვეტი დაპირისპირებისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს. მომხსენებელსა და კანონპროექტის ინიციატორს მამუკა მდინარაძეს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მდინარაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზი ოპოზიციონერ დეპუტატებს დაატოვებინა. კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ხალხის ძალის წევრებს შორის. ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად კითხვის დასმის შესაძლებლობა არასამთავრობო სექტორის ნაწილსაც მიეცათ. მათ შორის იყო საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე. როგორ განვითარდა მოვლენები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე თემის დეტალებს მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.