ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან სადაც საპროტესტო აქცია იმართება, არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები, არამედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ ხელმეორედ დააინიცირა პარლამენტში ქვეყნის ევროინტეგრაციას ძირს უთხრის. ამ საკითხის მთავარ არგუმენტად ოპოზიციონერი დეპუტატები ელჩებისა და დასავლელი დიპლომატების განცხადებებს იშველიებენ და ამბობენ რომ მაშინ როდესაც დასავლეთი მკაფიოდ მოუწოდებს ქართულ ოცნებას რომ კანონპროექტი არ დააინიციროს, მმართველი ძალა პირიქით ფორსირებული წესით ცდილობს კანონის მიღებას.