გაიბზარა წკარუნით სარკე ცნობილი ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1962 წელს გამომცემლობა Collins Crime Club-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის სიუჟეტი ვითარდება პატარა სოფელ სენტ-მერიში, სადაც ახლადშეძენილ დიდ სახლში ცნობილი რეჟისორი და მისი კინოვარსკვლავი მეუღლე დაბინავდებიან. ახალმოსახლეობის აღსანიშნავად და საქველმოქმედო ღონისძიების ჩასატარებლად ცოლ-ქმარი უამრავ სტუმარს დაპატიჟებს, მაგრამ ზეიმი ტრაგედიად იქცევა , სოფლის მკვიდრ ერთ კეთილ დიასახლისს მოწამლავენ. ვინ ჩაუყარა საწამლავი სასმელში? მოკლეს თუ არა ქალი შეცდომით, იყო თუ არა მსხვერპლი სულ სხვა ადამიანი? ამ თავსატეხის ამოხსნა მთავარ ინსპექტორ დერმოტ კრედოკს მოუწევს , რომელსაც საქმის გახსნაში ეხმარება აგათა კრისტის დეტექტივების კიდევ ერთი შეუდარებელი პერსონაჟი მის მარპლი.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.