წელს საქართველო ტურიზმიდან 4.5 მლრდ დოლარის შემოსავალს მიიღებს. ასეთია „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზი. კვლევითი ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.2%-ით გაიზარდა და 305 მლნ დოლარი შეადგინა. ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ ჯამურად, 2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 879 მლნ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 10.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ორგანიზაციის პროგნოზით მიმდინარე წელს ტურიზმის შესავლები გასულ წელთან შედარებით 10%-ით გაიზრდება და 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს.