დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან, ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც ქაშიბაძემ აღნიშნა, პაციენტს სხეულისა და სასუნთქი გზების 20-%იანი დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ, 7 აპრილს, ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია "ბათლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია.