სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 2 აპრილს, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.