შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა იტალიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.