სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ექრემ იმამოღლუ ლიდერობს - Palitra News

სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ექრემ იმამოღლუ ლიდერობს

2024-04-01 14:03:48+04:00

ახლა კი, ჩვენი მეზობელი ქვეყნის უახლეს ამბებს გაგაცნობთ. სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ექრემ იმამოღლუ ლიდერობს. არჩევნები გუშინ გაიმართა. BBC აღნიშნავს, რომ სტამბულის არჩევნების შედეგები აჩვენებს, შეუძლია თუ არა ოპოზიციას სერიოზული საფრთხე შეუქმნას თურქეთის მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანს 2028 წლის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ერდოღანი პრეზიდენტია 2014 წლიდან. მე შეგახსენებთ, თურქეთი საქართველოს მთავრი, უმსხვლესი სავაჭრო პარტნიორია.