პარლამენტის ნდობის ჯგუფში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, სამსახურის მიერ საფრთხეების პრევენციისა და ნეიტრალიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები და ინსტიტუციური განვითარების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად, ნდობის ჯგუფის სხდომას, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.