კომუნიკაციების კომისიამ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა მეხუთე თაობის ტექნოლოგიის, მისი უპირატესობებისა და განმასხვავებელი ნიშნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და ComCom-ის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებული სამუშაოები. 5G-ის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, საჯარო ლექციები საქართველოს 7 უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.