სასამართლო სისტემის გაუმჯობესებითვის ხელისუფლების ოპონენტები კვლავ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებასა და ვეთინგის სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე საუბრობენ. მათი თქმით, მმართველ პარტიას არანაირი სურვილი არ აქვს რომ სასამართლო სისტემაში რეფორმები განახორციელოს. პოლიტიკოსების შეფასებით ევროინტეგრაციის პროცესში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მმართველ პარტიას მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო თავისი ინტერესების გასატარებლად სჭირდება.