უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ინდოეთში იმყოფება. მისი განცხადებით, ნიუ დელიში ინდოეთთან კავშირების გასაძლიერებლად და უკრაინისთვის აქტუალური საკითხების განსახილველად იმყოფება. დმიტრო კულება ნიუ-დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით იმყოფება. მედიის ცნობით, უკრაინა იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში რუსეთის მონაწილეობის გარეშე მსოფლიო ლიდერების სამიტი გაიმართება, რომლის მიზანიც „მშვიდობის ფორმულის“ გეგმის განვითარება იქნება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანასაც ითვალისწინებს.