ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ვაჭრობაში მოგების მიღების დაპირებებით, თანხა მოტყუებით ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.