ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8-ა აპრილამდე გადაიდო. ამის მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლის განმარტებით, გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების მოთხოვნა - შესაბამისი არგუმენტებით გამყარებული არ ყოფილა. მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის გრიგორიადისი უკვე თითქმის 1 წელია, რაც პატიმრობაში იმყოფება. ამ თემაზე უფრო ვრცლად სალომე ჯაფარიძე მოგიყვებით.