ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და სამაშველო დრონები მონაწილეობენ. შსს-ში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენმა შემთხვევის ადგილზე თბილისიდან მაშველთა დამატებითი ჯგუფი გადაიყვანა. გარდა ამისა, ბაკურიანიდან შემთხვევის ადგილისკენ ადგილობრივებიც დაიძრნენ. რაც შეეხება ზვავის ჩამოწოლას - როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას - მიმდებარედ, დღეს დილით, 6-ი ადამიანი ბურანით იმყოფებოდა. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი თოვლის მასის ჩამოშლის შედეგად, ზვავის ქვეშ მოჰყვა.