მიმდინარე წელს ქვეყანაში მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ჯგუფები One republic, Scorpions და Jungle ჩამოვლენ. Black Sea Arena-ს ცნობით, ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. ხვალ, 10:00 საათიდან ბლექ სი არენას ოფიციალურ გვერდზე და TKT.ge-ზე OneRepublic-ის ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი. Onerepublic 10 მაისს, scorpions 31 მაისს, jungle კი 18 აგვისტოს წარდგება მსმენელის წინაშე.