სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზოუკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 10 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირის გადმოსვენება მოხერხდა. ხუთ მებრძოლს დღესვე დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხცა იდენტიფიცრებულებს კი ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ადგილას,მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.