პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს. ინფორმაცია მოიცავდა 2023 წლის საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოში სტუმრად მყოფი მაღალი რანგის სტუმრების დაცვითი ღონისძიები, სამსახურის ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. დეპუტატები ასევე გაეცნენ უწყების მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს.