მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებასთან და ე.წ ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით, ქართული ოცნება” პოზიციას არ იცვლის. ხელისუფლებაში პაველ ჰერჩინსკის იმ განცხადებას აკრიტიკებენ, სადაც ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სანამ ვინმე სიტყვა “ვეტინგს” ახსენებს, ჯერ ქართველ მოსამართლეებს ბოდიში მოუხადოს. ევროკავშირის ელჩსა და ქართულ ოცნებას ოპოზიციაც პასუხობს. რას აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები.