„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პარტია გახარია- საქართველოსთვის წევრები მმართველ გუნდს საკუთარ ხედვას სთავაზობენ. მათთვის მიუღებელია თვითმართველობის არჩევნებზე 40 პროცენტიანი ბარიერის გაუქმება. ასევე გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პროექტიდან უნდა ამოიღოს მეორე ცვლილება, რომელიც მათივე თქმით, საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენაა მიმართული. პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრების პოზიციას იზიარებენ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც. ოპოზიციის კრიტიკას დღეს პარლამნეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. რას სთავაზობს გახარიას გუნდი მმართველ პარტიას საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე და რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"