ლგბტ ფობიით წინასაარჩევნო მანიპულირება - ასე აფასებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი ქართული ოცნების ახალი საკონსტიტუციო კანონის “ ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ მიღების ინიციატივას. ევროსაბჭოს კომისრის განცხადებით, მსგავს ინიციატივას ადგილი არ უნდა ჰქონდეს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში. მიატოვიჩის კრიტიკას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა უცხოელმა აქტორმა ემოციურობის ფონზე გაკეთებული განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.