ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის გრიგორიადისი თითქმის 1 წელია პატიმრობაში იმყოფება.