აშშ-ში ბალტიმორში, ორი მუშის ცხედარი იპოვეს, რომელბიც ფრენსის სკოტის ხიდზე სატვირთო გემის შეჯახების მომენტში იმყოფებოდნენ. მედიის ინფორმაციით, ისინი მექსიკიდან და გვატემალადან იყვნენ და ხიდზე სამუშაო ასრულებდნენ. ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულად ამ დროისთვის 6 ადამიანი ითვლება. 26 მარტს ბალტიმორში სატვირთო გემი მდინარე პატაპსკოზე ხიდს ადგილობრივი დროით 01:30-ზე შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად ჩამოიშალა, მასზე მოძრავი მანქანები კი წყალში ჩაცვივდა. ქალაქ ბალტიმორში ხიდის ჩანგრევის შემდეგ მერილენდის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.