თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.ამ საქმეზე მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ დღესვე გამოაცხადებს. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები და გრიგორიადისის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა გასული წლის 7 მარტის საპროტესტო აქციაზე, პოლიციელების მისამართით, ე.წ მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ისროლა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი პოლიციის მანქანის დაწვაში ედება. გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.