უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა გასულ ღამეს ზაპოროჟიეში დრონებით მორიგი თავდასხმა მოაწყვეს. მათივე ცნობით, რუსებმა კერძო საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს, რის გამოც არიან დაშავებულები. იქამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეში საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქების ხმებიც ისმოდა. უკრიანის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მათ 1030-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს, რის შედეგადაც, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგებმა 439 100 ჯარისკაცს გადააჭარბა.