საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციას მასპინძლობს. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ბოსნიის საარჩევნო ადმინისტრაციის, საპარლამენტო ასამბლეისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფება. გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება.