„ლგბტ ფობიით წინასაარჩევნო მანიპულირებაა“ - ასე აფასებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და ახალი საკონსტიტუციო კანონის“ ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ მიღების ინიციატივას. ევროსაბჭოს კომისრის სიტყვებით, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში მსგავს ინიციატივას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მიატოვიჩის შეფასებით, "ქართული ოცნების" ინიციატივა ლგბტ ადამიანების მიმართ გამყარებულ იმ მავნე სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს ასახავს, რომლებიც ჯერ კიდევ ჭარბობს ქართული საზოგადოების ნაწილში, მათ შორის, ზოგიერთ პოლიტიკოსში.