საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტი ყველა იმ პრიორიტეტს მოიცავს, რომელიც ევროპასთან მეტად დაახლოვების დღის წესრიგში დგას. “ქართული ოცნების” ამ პათოსს ოპოზიცია ირონიულად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ძირეული რეფორმების გატარების ნაცვლად, თანდათან დასავლეთს შორდება. მათივე მტკიცებით, რეალური რეფორმები მაშინ გატარდება, როდესაც „ქართულ ოცნებას“ პროევროპული პოლიტიკური ძალა შეცვლის.