თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართება - სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. ამ საქმეზე მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ დღესვე გამოაცხადებს. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები და გრიგორიადისის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა გასული წლის 7 მარტის საპროტესტო აქციაზე, პოლიციელების მისამართით, ე.წ მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ისროლა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი პოლიციის მანქანის დაწვაში ედება. გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახი სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.