რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, მიხაილ მურაშკოს ინფორმაციით, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. რუსეთი მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები რუსულ პროპაგანდას წარმოადგენს. მილერი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან უკრაინის სპეცსამსახურები უშუალო კავშირში არიან.