მთელი ღამის განმავლობაში გულშემატკივრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას - ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ზეიმობდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ ისინი სტადიონზე საქართველოს დროშებით შევიდნენ და ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცეს. მოქალაქეები შეკრებილები იყვნენ რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დიდი ეკრანი იყო განთავსებული. ქუჩებში ქომაგები ავტომობილებით მსვლელობას აწყობდნენ როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის ყველა ქალაქში.