შშმ ბავშვების დედები რეაბილიტაციის პროცესში თერაპიების დამატებასა და ოპერაციების სრულ დაფინანსებას ითხოვენ - მათ აღნიშნული მოთხოვნები მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გაახმოვანეს. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯანდაცვის მინისტრი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების დედებს შეხვდა და მათ დაპირებაც მისცა, თუმცა მშობლები გადაწყვეტილების მიღებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.