18 მარტს საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჩამოვა. სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ნატო-ს ლიდერი ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც გამართავს. საქართველოში სტოლტენბერგის მოახლოებულ ვიზიტს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უკვე გამოეხმაურნენ.