აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან შეხვედრის დროს განაცხადა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმრავლესობას უკრიანის დახმარებაში წვლილის შეტანა სურს. მანვე კონგრესმენებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ვლადიმირ პუტინს დაუპირისპირდნენ.