ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, ასევე დაშავებულია 73 ადამიანი. თავდასხმის გამო, 16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა. დაღუპულთა შორის ექიმები და მაშველიც არიან. ისინი აფეთქების შემდეგ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა. უკრაინის პროკურატურის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია სახლები, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და ორი სახანძრო-სამაშველო მანქანა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა ამ იერიშის დროს ისკანდერის ტიპის რაკეტები გამოიყენეს.