პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა რეგიონებში მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრები დაიწყო. პირველი ასეთი შეხვედრა ქვემო ქართლში, მარნეულში შედგა, რომლის ფარგლებშიც ასევე კომიტეტის სხდომაც გაიმართა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა აღნიშნა, გასვლით შეხვედრებზე, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, კომიტეტი ასევე მოისმენს უწყებების ანგარიშებს მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ. ქვემო ქართლში კომიტეტის სხდომა და მოსახლეობასთან შეხვედრა მელიორაციის საკითხებს დაეთმო.