ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით, შშმ პირთა სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები, სერვისის პროვაიდერები, დარგის ექსპერტები და შშმ ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის სერვისების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. მინისტრმა ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაჟღერებული ის საკითხები განიხილა, რომლებიც აღნიშნული პროგრამას უკავშირდება. შეხვედრაზე, მშობლებს იმ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია, რომელზეც სამინისტრო, ექსპერტებთან და პროვაიდერებთან ერთად მუშაობს.