პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ბაქოს აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი, ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში უმასპინძლებს, რის შემდეგაცაც ლიდერები მედიისთვის კომენტარს გააკეთებენ. ასევე გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან. საქართველოს დელეგაციაში, პრემიერთან ერთად ეკონომიკის მინისტრიმ, ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი არიან.