17-დან 19 მარტის ჩათვლით, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. 17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამავე დღეს სტოლტენბერგი საქართველოშიც ჩამოვა და ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება, რის შემდეგაც კობახიძისა და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.19 მარტს კი ნატო-ს გენერალური მდივანი ერევანში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვაჰაგ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.